07 ოქტომბერი 2024,   06:13
ვრცლად
ბირთვული იარაღი მზადაა, თუ უკრაინის კონტრშეტევა წარმატებული იქნება - დმიტრი მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა თავისი კონტრშეტევით დაიკავებს "რუსეთის ტერიტორიას", სტრატეგიული ბირთვული იარაღის გამოყენებას ალტერნატივა არ ექნება.

"რომ წარმოვიდგინოთ, რომ ნატოს მიერ მხარდაჭერილი უკრობანდეროველების კონტრშეტევა, შესაძლოა, აღმოჩნდეს წარმატებული და მათ დაიკავონ ჩვენი მიწის ნაწილი, ჩვენ მოგვიწევს გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი," - დაწერა სოციალურ ქსელში მედვედევმა.

დღის ამბები