07 ოქტომბერი 2024,   06:14
ვრცლად
პაკისტანში აფეთქების შედეგად დაღუპულია 44 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

პაკისტანში ერთ-ერთი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია 44 და დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი.

აფეთქება ჩრდილო-დასავლეთ ბაჯაურის რაიონში მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ყველა დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, თუმცა მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

სამართალდამცავები არ გამორიცხავენ, რომ აფეთქების უკან, სავარაუდოდ, ე.წ. ისლამური სახელმწიფო იდგეს.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები