07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
ჩვენ არ გვინდა რაიმე საკანონმდებლო დაბრკოლებების ან სხვა ბარიერების წინაშე აღმოვჩნდეთ ჩინურ ბაზრებზე წვდომისთვის - საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი

"ჩვენ არ გვინდა რაიმე საკანონმდებლო დაბრკოლებების ან სხვა ბარიერების წინაშე აღმოვჩნდეთ ჩინურ ბაზრებზე წვდომისთვის," - ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრმა, ბრუნო ლე მერმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფინანსთა მინსტრის განცხადებით, საფრანგეთს სურს უკეთესი წვდომა ჩინურ ბაზარზე და უფრო "დაბალანსებული" სავაჭრო ურთიერთობა და არა  მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკისგან "განშორება".

ჩინეთი იმედოვნებს, რომ საფრანგეთი შეძლებს "გაამყაროს ტონი" ევროკავშირ-ჩინეთის ურთიერთობებთან დაკავშირებით. ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ თქვეს, რომ მათ სურდათ არა ჩინეთიდან გამოყოფა, არამედ "რისკებისგან თავის დაღწევა". 

ჩინეთი საფრანგეთის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორია, მაგრამ ფრანგული ფირმები სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებულნი, რომ შესაძლოა მოხვდნენ ვაშინგტონსა და პეკინს შორის მზარდი მეტოქეობის ქარცეცხლში. 

დღის ამბები