07 ოქტომბერი 2024,   06:19
ვრცლად
კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ ხანძარს ებრძვის

კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები ძლიერ ხანძარს ებრძვის. უკონტროლო ტყის ხანძრის გამო, კოლუმბიის პროვინციაში მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

სტიქიას ერთი მეხანძრე ემსხვერპლა. კანადაში ამ დროისთვის მოქმედი 990 ცეცხლის კერიდან 613 კონტროლს არ ექვემდებარება. ხანძარია კალიფორნიის შტატშიც, სადაც სტიქიის ზონასთან ახლო დასახლებებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. 2 მეხანძრე დაშავდა. ცეცხლის ქრობის პროცესს ხელს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის.

დღის ამბები