პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ გივი თარგამაძემ "თავისი "ინტელექტით" და აგრესიით ბევრს დაამახსოვრა თავი".
"გივი თარგამაძეს ყველა იცნობს საქართველოში, თავის "ინტელექტით, თავისი "კულტურული გამოსვლებით". მისი გამოსვლები ხალხს კარგად ახსოვს, არის სულ ნეგატიური, აგრესიული, გინებით აღსავსე და ა.შ.
კარგია ეს ადამიანები, რომ იჩენენ თავს ამას წინათ დარჩიაშვილიც გამოჩნდა. იმის წინ თავად სააკაშვილი ამბობდა რაღაცებს, ახლა გამოიყვანეს ეს გივი თარგამაძე...
მუქარის ტონი სულ იყო "ნაცმოძრაობის" ლიდერების მხრიდან ახლა თარგამაძის მხრიდანაც. ეს შესაბამისმა უწყებებმა უნდა გაარკვიონ და პასუხი მოეთხოვოს ამ ადამიანსაც. ასეთი ტიპის მუქარები პირდაპირი გალაშქრებაა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ,"- აცხადებს მაჭარაშვილი.