07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
"მინსკი უარყოფს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას" – ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო

მინსკი უარყოფს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას, – ამის შესახებ ბელარუსის თავდაცვის სამინისტროში განაცახდეს.

უწყება უარყოფს პოლონური მხარის განცხადებებს, ორი ვერტმფრენის მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს მიაჩნია, რომ ვარშავას სჭირდება ბრალდებები, რათა ბელარუსის საზღვართან სამხედრო ძალებისა და საშუალებების მოგროვებას კიდევ ერთი გამართლება ჰქონდეს.

მანამდე, ვარშავამ დაადასტურა, რომ ბელარუსის ვერტმფრენებმა პოლონეთის სახელმწიფო საზღვარი დაარღვიეს.

დღის ამბები