07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებს თავს ტაიფუნი დაატყდა

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ კუნძულებს ტაიფუნი "ხანუნი" დაატყდა თავს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ქარის მაქსიმალურმა სიჩქარემ საათში 180 კილომეტრს მიაღწია.

სტიქიის გამო, კუნძულ ოკინავაზე დაახლოებით 220 000-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ელექტროენერგიის გათიშვის გამო, ზოგიერთ რაიონში შეფერხდა კომუნიკაციის საშუალებების მუშაობა. გაუქმდა ასობით ავიარეისი, რამაც 65 000-ზე მეტი მგზავრი დააზარალა. 700 ათასამდე მცხოვრებს საკუთარი საცხოვრებელი სახლების დატოვებისკენ მოუწოდა უსაფრთხოების სამსახურმა.

დღის ამბები