07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში" რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ-ჯოზეფ ბორელი

რუსეთმა სურსათის იარაღად გამოყენება უნდა შეწყვიტოს - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა. ბორელის პროგნოზით, სურსათის ფასების მერყეობა იმ დრომდე იქნება, სანამ რუსეთი არ დაასრულებს სურსათის გლობალური მიწოდების შეფერხებას.

ბორელი აცხადებს, რომ რუსეთის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების საპასუხოდ ევროკავშირი სამი მიმართულებით მუშაობს : "შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის" განახლებაზე, ალტერნატიული მარშრუტებით, ევროკავშირის გავლით, უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გატანაზე; გაჭირვებულ ქვეყნებსა და ადამიანებს ფინანსური მხარდაჭერის გაზრდაზე.

"მკაფიო და ერთიანი ხმით შეგვიძლია „შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში" რუსეთის დაბრუნებას მივაღწიოთ. ვალში ვართ იმ ადამიანების წინაშე, ვისაც ყველაზე უფრო უჭირს,"- აცხადებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

დღის ამბები