07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ, ევროკავშირმა ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა - დოკუმენტში აშშ-ის შესახებაა საუბარი

იმის მიუხედავად რომ შტატების ადმინისტრაციამ შეინარჩუნა მორატორიუმი სიკვდილით დასჯაზე, ექვს შტატში 18 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 2022 წელს 7-ით მეტი ადამიანი დასაჯეს ამ ფორმით, ვიდრე ეს 2021 მოხდა, - ამის შესახებ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში წერია.

დოკუმენტი, მსოფლიოში ადამიანის უფლებების და დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავს. ანგარიშში წერია, რომ 27 შტატი კვლავ ინარჩუნებს სიკვდილით დასჯას, რადგან არცერთმა ახალმა შტატმა არ მიიღო კანონი სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ 2022 წელს, ხოლო კონგრესმა არ მიიღო შეთავაზებული კანონმდებლობა სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ.

შეერთებულმა შტატებმა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას "მორატორიუმი სიკვდილით დასჯის გამოყენების შესახებ" ხმა წინააღმდეგ მისცა.

ამასთან, ევროკავშირის ანგარიში აბორტებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც ეხება. აღნიშნულია, რომ 2022 წლის ივნისში, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ, გააუქმა აბორტის კონსტიტუციური უფლება. წლის ბოლომდე, 13 შტატმა, მთლიანად აკრძალა აბორტი და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები თვლიან, რომ სულ მცირე 26 შტატი საბოლოოდ აკრძალავს აბორტს ან დააწესებს სერიოზულ შეზღუდვებს.

შეფასება აშშ-ში ლგბტ უფლებების საკითხსაც მოიცავს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონგრესმა მიიღო ერთნაირსქესიანთა ქორწინების პატივისცემის აქტი, 13 შტატმა მოაწერა ხელი ლგბტ-ს საწინააღმდეგო კანონპროექტებს, მათ შორის კანონებს, რომლებიც კრძალავს ტრანსგენდერი ახალგაზრდების სამედიცინო მომსახურებას და ზღუდავს სკოლებში ლგბტ უფლებების განხილვას მოსწავლეებთან.

დღის ამბები