07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
თავდასხმები ძალიან სასტიკია, მაგრამ რაც უნდა გააკეთოს მტერმა, დომინირებს უკრაინული ძალა - ვოლოდიმირ ზელენსკი

ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება უკრაინაში. ცხელი წერტილები კუპიანსკი, ბახმუტი და მარინკას მიმართულებებია. დაიბომბა ნიკოპოლი, რის შედეგადაც დაშავდა ორი ადამიანი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა დონეცკის ოლქში, დაშავდა ამდენივე. ბოლო 24 საათის განმავლობაში ოკუპანტები ხერსონს თავს 53-ჯერ დაესხნენ, დაშავდა 9 ადამიანი.

დრონებით შეტევა იყო ყირიმსა და ნოვო-როსიისკზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კიევს ტერორისტულ თავდასხმაში ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ არავინ დაშავებულა და არაფერი დანგრეულა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტები ცდილობენ თავდაცვის ძალის შეჩერებას, მაგრამ ყველა მიმართულებით უკრაინული სამხედროები დომინირებენ.

"ბრძოლები მძიმეა, ოკუპანტები ყველანაირად ცდილობენ ჩვენი ბიჭების შეჩერებას. თავდასხმები ძალიან სასტიკია. კუპიანსკის, ლიმანსკის, ბახმუტის, მარინკას, ავდეევკას მიმართულებები, ყველგან რთული ვითარებაა, მაგრამ რაც არ უნდა გააკეთოს მტერმა, დომინირებს უკრაინული ძალა. მე მადლობელი ვარ ამისთვის ყველასი ფრონტის ხაზზე. საერთო ჯამში, ტერორისტებმა უკრაინის წინააღმდეგ, სულ მცირე, 1961 „შაჰიდი" უკვე გამოუშვეს და მათი მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინელებმა ჩამოაგდეს. სამწუხაროდ, არა ყველა მათგანი. ჩვენ ვმუშაობთ, რომ გვქონდეს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა. კერძოდ, ეს არის ჩვენი თითოეული ელჩის, უკრაინის ყველა წარმომადგენლის ამოცანა. ყველამ უნდა იმუშაოს გამარჯვებისთვის, სიცოცხლის დასაცავად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები