07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
"ძალიან სევდიანი იყო ვაშინგტონში ამ სიბინძურის დანახვა" - დონალდ ტრამპი, რომელსაც ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

დონალდ ტრამპი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. შტატების ყოფილ პრეზიდენტს ბრალი ოთხი მუხლით წაუყენეს, მათ შორის არის შეთქმულება ქვეყნის მოტყუების მიზნით, მოწმეზე ზეგავლენა და შეთქმულება მოქალაქეთა უფლებების წინააღმდეგ. მოსამართლეებმა ექს-პრეზიდენტს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდეს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები პოლიტიკური ოპონენტის დევნაა.

"ეს ძალიან სევდიანი დღეა ამერიკისთვის. ასევე, ძალიან სევდიანი იყო ვაშინგტონში ამ სიბინძურის დანახვა. ეს არ არის ის ადგილი, რომელიც მე დავტოვე" - განაცხადა ტრამპმა. ეს ტრამპის მესამე ფორმალური დაკავებაა ბოლო ოთხი თვის განმავლობაში.

დღის ამბები