07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ ფლანგზე ზოგიერთ ადგილას რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და შუალედურ ხაზზე გადავიდნენ - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე

სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა უკრაინაში, მათ შორის დედაქალაქ კიევში. გავრცელდა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შესახებ. რუსულმა ძალებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, დაშავდა 4 ადამიანი. საღამოს საარტილერიო თავდასხმა დნიპრო პეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის და მარგანეცის რეგიონზე განხორციელდა, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გრძელდება ზაპოროჟიას ოლქზე ოკუპანტების მიერ თავდასხმა, ოლქში 24 დასახლება დაიბომბა, განხორციელდა 82 საარტილერიო გასროლა. გასული დღე-ღამის განმავლობაში 15-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება, დაფიქსირდა ასამდე აფეთქება.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა სამხრეთ ფლანგზე ზოგიერთ ადგილას რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და შუალედურ ხაზზე გადავიდნენ.

"ყირიმის ხიდთან რუსულ ტანკერზე თავდასხმაში უკრაინის უშიშროების სამსახური საზღვაო ძალებთან ერთად მონაწილეობდა. სპეცოპერაციის შედეგად რუსული ნავთობ-ტანკერი "სიგ"-ზე აფეთქება განხორციელდა. რუსული მედიის ცნობით აფეთქებისას ტანგერზე ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა, თავდასხმის შედეგად არავინ დაშვებულა.

ლიეტუვა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთ პაკეტს გამოუყოფს. ახალი პაკეტი მოიცავს საჰაერპ თავდაცვოს სოსტემა "ნასამსის" საზენიტო-სარაკეტო გამშვებ სისტემებს, ანტიდრონულ სისტემებს და სხვა აღჭურვილობას", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

დღის ამბები