07 ოქტომბერი 2024,   00:26
ვრცლად
სლოვენიაში, კოკისპირული წვიმებისა და წყალდიდობის შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა

სლოვენიაში, ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი ჰოლანდიელი მთამსვლელია.

სლოვენიის პრემიერ-მინისტრის თქმით, წყალდიდობისგან გამოწვეული მატერიალური ზიანი 550 მილიონი დოლარია.

"ეს ყველაზე დიდი სტიქიური უბედურებაა სლოვენიის უახლეს ისტორიაში, რომელმაც ქვეყნის ორი მესამედი დააზარალა," - განაცხადა სლოვენიის პრემიერმა.

სტიქიის შედეგად მინიმუმ სამი ხიდი ჩაინგრა, დაზიანდა გზები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა.

წყალდიდობა, ასევე, დაფიქსირდა ავსტრიაში. კარინტიის პროვინციიდან დაახლოებით, 80 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

დღის ამბები