07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
ვაშინგტონში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

ვაშინგტონში, სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიოღუპა, 2 კი დაიჭრა. შემთხვევა გასულ დღეს ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათისთვის მოხდა. ინფორმაციას ქალაქის მეტროპოლიტენის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს. 

დაღუპულია ორი მამაკაცი და ერთი ქალი. ორი დაშავებული მამაკაცი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაცია მათი მდგომარეობის ან დაკავებულების შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება. ასევე უცნობია სროლის მოტივი.

დღის ამბები