07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
პაკისტანში, მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა

პაკისტანში, მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა, 30-მდე გაიზარდა. დაშავდა 80-ზე მეტი ადამიანი.

შემთხვევა, ქვეყნის უდიდეს ქალაქ კარაჩიდან 275 კილომეტრში მოხდა. რელსებიდან სამგზავრო მატარებლის დაახლოებით 10 ვაგონი გადავიდა.

სამაშველო ჯგუფები, ადამიანების ამოყვანას ამ დრომდე ცდილობენ, ადგილზე მობილიზებულები არიან სამხედრო ძალებიც.

დღის ამბები