07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
თურქეთში, დერინჯის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა

თურქეთში, დერინჯის პორტში ძლიერი აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას "ტელეგრამ" გვერდები BBC-ის თურქეთის სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებენ. 

არსებული ინფორმაციით, აფეთქება გემის ხორბლით დატვირთვის დროს მოხდა.

აფეთქება იმდენად ძლიერი იყო რომ ახლომდებარე შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები