07 ოქტომბერი 2024,   00:24
ვრცლად
დატბორილი შენობები, გატაცებული მანქანები და ათასობით ევაკუირებული - ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა სლოვენიაში

ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა სლოვენიაში - დატბორილი შენობები, გატაცებული მანქანები და ათასობით ევაკუირებული. სტიქიამ სლოვენიაში ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ზარალმა კი 500 მილიონ ევროს გადააჭარბა. ქვეყანაში განგაშის წითელი დონეა გამოცხადებული. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

სტიქიას ებრძვიან ავსტრიაშიც დაღუპულია ერთი ადამიანი. ხელისულება ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

სლოვენიის ქალაქ კამნიკში გადაღებულ დრონის კადრებში კარგად ჩანს წყალდიდობის მძიმე შედეგები. წყლის მაღალმა ნაკადმა შენობების ნაწილი თითქმის დაფარა, გაიტაცა მანქანები. ქვეყნის სამხედრო ძალები ვერტმფრენებით სახლებში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენას ცდილობენ. სლოვენიის პრემიერ-მინისტრმა მომხდარ ფაქტს "ყველაზე დიდი ბუნებრივი კატასტროფა" უწოდა.

წყალდიდობამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გამოწვეულმა ზარალმა კი 500 მილიონ ევროს გადააჭარბა. სტიქიამ ზიანი მიაყენა ქვეყნის ორ მესამედს. ათასობით ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებელი. დაზიანდა შენობები და ხიდები.

სლოვენიის მსგავსად მსხვერპლი მოყვა სტიქიას ავსტრიაშიც. დაიღუპა ერთი ადამიანი. ქუჩებში წყალი მდინარეებად მოედინება.

სასოფლო სამეურნეო მიწები მთლიანად ტალახმა დაფარა. სახლების ნაწილი დაზიანდა ან თითქმის განადგურდა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.  

დღის ამბები