07 ოქტომბერი 2024,   00:28
ვრცლად
სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე - აზერბაიჯანის საგარეო უწყება აგვისტოს ომზე

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. საქართველოში რუსული სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის თარიღს საქართველოს სხვადასხვა მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები ეხმაურებიან. განცხადებას ავრცელებს ოფიციალური ბაქოც.

"ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოში კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საფუძველზე.

აზერბაიჯანი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მეზობელთან და პარტნიორთან, საქართველოსთან თანამშრომლობას," - წერია აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაში.

დღის ამბები