07 ოქტომბერი 2024,   00:22
ვრცლად
რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია - მეთიუ მილერი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შეერთებული შტატები ამ პოლიტიკის მხარდაჭერას განაგრძობს.

"ვფიქრობ, გარკვევით განვაცხადეთ სახელმწიფო მდივნის განცხადებაში ის, რასაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაცხადებთ, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარი და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. გავაგრძელებთ, მკაფიოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა ამ პოლიტიკის მიმართ," - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი. 

ომის 15 წლის თავთან დაკავშირებით განცხადება გამოქვეყნდა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდზეც. 

"ქართველი და უკრაინელი ხალხი რუსეთის საერთაშორისო სამართლისადმი უპატივცემულობის და მეზობლებზე დომინირების სურვილის მსხვერპლი გახდა - შეერთებული შტატები ურყევია ქართველი ხალხის მხარდაჭერაში და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ დაუძლეველ მისწრაფებაში," -  ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დღის ამბები