07 ოქტომბერი 2024,   00:32
ვრცლად
სუდანის არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებას 20 ადამიანი ემსხვერპლა

სუდანის არმიასა და სწრაფი რეაგირების ძალებს შორის შეტაკებას 20 მშვიდობიანი ადამიანი ემსხვერპლა.ათასობით ადამიანი დაშავდა. შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობას მოუწოდებენ სისხლი გაიღონ, რადგან ობდუმანში ერთადერთ ოპერატიულ საავადმყოფოს სისხლის მარაგი ამოეწურა.

სწრაფი რეაგირების ძალებსა და სუდანის არმიას შორის დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო, ხოლო ბოლო რამდენიმე დღეა ვითარება გამწვავდა.

სუდანში დაპირისპირება ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის ნაწილია, რომელიც ყოველ ჯერზე ძალადობით სრულდება.

დღის ამბები