07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო

საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აზიის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ ინდიგომ დელიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი ავიარეისი შეასრულა.

რეისით 325-მა მგზავრმა ისარგებლა. დელი-თბილისი-დელის ხაზზე ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს კვირაში 3 -ჯერ განახორციელებს. 2023 წელს საქართველოში ინდოეთიდან ტურისტული ნაკადები 2019 წელთან შედარებით 31%-ით არის გაზრდილი.

დღის ამბები