07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
შტორმი, მეწყერი და წყალდიდობა - ნორვეგიასა და შვედეთში ქარიშხალ "ჰანსის" შედეგებს ებრძვიან

შტორმი, მეწყერი და წყალდიდობა - ნორვეგიასა და შვედეთში ქარიშხალ "ჰანსის" შედეგებს ებრძვიან. სტიქიის შედეგად ნორვეგიაში ასობით ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.არიან დაშავებულები.

სტიქიამ გაანადგურა ელექტროგადამცემი ხაზები, დატბორა სოფლები და შეაჩერა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეფერხებით მუშაობს რკინიგზა . გაუქმდა ავიარეისების ნაწილი.გაჩერდა ბორნები. ქალაქ ვალდრესში მეწყერმა დაანგრია საცხოვრებელი სახლები.

შტორმმა პრობლემები შექმნა ნორვეგიის მეზობელ შვედეთშიც, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა და მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

სახლების დატბორვის საფრთხის გამო ათობით ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. უხვი ნალექის შედეგად შვედეთში სამგზავრო მატარებელი რელსებიდან გადავიდა, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა. სტიქიის გამო დაზარალდა დანიაც. ძლიერმა წყლის ნაკადმა დაანგრია სახლები და გაიტაცა ავტომანქანები.

ქარიშხალი, ჰანსი თავს ჯერ შვედეთს დაატყდა, შემდეგ კი ნორვეგიასა და დანიას მიაღწია. სტიქიის გამო დაზარალდა ფინეთის ნაწილიც.

დღის ამბები