07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
ლიკვიდირებულია მამაკაცი, რომელმაც ბაიდენის მიმართ მუქარისშემცველი პოსტი გამოაქვეყნა - მან დაკავების დროს პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია

ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტის გამოქვეყნებისთვის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს სპეციალურმა აგენტებმა იუტაში მცხოვრები მამაკაცის, კრეიგ რობერტსონის ლიკვიდაცია განახორციელეს.

CNN-ის ინფორმაციით, FBI-ს თანამშრომლებმა მამაკაცს ესროლეს მაშინ, როდესაც მან დაკავების დროს წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

რობერტსონი ბოლო თვეების განმავლობაში ონლაინ მუქარებს სხვა დემოკრატი პოლიტიკოსებისა და პროკურორების მიმართ აღორციელებდა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

დღის ამბები