07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
Reuters-ის თანახმად, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ მათ შორის საჰაერო მიმოსვლა

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ და ჩინეთი შეთანხმდნენ, გაზარდონ მათ შორის საჰაერო მიმოსვლა და გაორმაგდეს ყოველკვირეული სამგზავრო რეისების რაოდენობა ფრენების დღეს დაშვებულ რიცხვთან შედარებით.

მათივე წყაროს მიხედვით, აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრო ჩინეთის სამგზავრო რეისების რიცხვს გაზრდის კვირაში 18-მდე 1 სექტემბრიდან, ხოლო შემდეგ, 29 ოქტომბრიდან - 24-მდე დღევანდელ 12-თან შედარებით.

ჩინეთის ხელისუფლება აშშ-ის საჰაერო-სატრანსპორტო კომპანიებს რეისების ანალოგიური რაოდენობით გაზრდის ნებას დართავს.

ეს შეთანხმება იშვიათი ნიშანია თანამშრომლობისა აშშ-სა და ჩინეთს შორის, რომლებსაც უთანხმოება აქვთ ბევრი მიმართულებით.

 

დღის ამბები