07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია - აღმოსავლეთის რამდენიმე ოლქში, საჰაერო განგაში გამოცხადდა 

საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში კვლავ აქტიურ ფაზაშია. აღმოსავლეთის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, გავრცელდა ინფორმაცია ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხის შესახებ.

უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში 3 ტიპის დრონი ჩამოაგდეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუს ოკუპანტებს შორის სხვადასხვა მიმართულებით 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, დაიღუპა 1 ქალი და დაშავდა მამაკაცი. 9-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება, დაზიანდა ინფრასტრუქტურა. შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რეგიონზეც.

"ჩვენ განუწყვეტლივ ვმუშაობთ პარტნიორებთან ყველა დონეზე. მშვიდობის ფორმულის წინ წასაწევად ჩემი გუნდი ყველა ქვეყნის ელჩთანაა კონტაქტზე, რათა მას კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავდეს მსოფლიოში. ვესაუბრე ზამბიის პრეზიდენტსაც - ინიციატივას მხარს უჭერენ რეგიონის სხვა ქვეყნებიც და ეს კი მნიშვნელოვანია. გუნდში განვიხილავთ ახალ ალტერნატივებს ტრანზიტული დერეფნის მეშვეობით მარცვლეულის ექსპორტის თაობაზე. ვაკეთებთ ყველაფერს,რათა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა დარჩება სასურსათო უსაფრთხოების გარანტორი და ჩვენს ხალხს ექნება წვდომა გლობალურ ბაზარზე. რაც შეხება ფრონტის ხაზს - ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, ყველა ძალისხმევით - ყოველდღიური ყურადღებითა და მხარდაჭერით, ვძლიერდებით - მადლიერი ვარ თითოეული ადამიანის, ვინც უკრაინისთვის იბრძვის, ვინც ამ წუთას თავიანთ პოსტებზე იმყოფება სამშობლოს სამსახურში," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები