07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა - მიზეზი მომბის არსებობის საფრთხეა

"როიტერის" ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ ბომბის არსებობის საფრთხის გამო, პარიზში, ეიფელის კოშკიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. 

საფრანგეთის პოლიციაში ასევე აცხადებენ, რომ ამ დროისთვის  ეიფელის კოშკი საზოგადოებისთვის დაკეტილია.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, სტუმრების ევაკუაცია განხორციელდა სამივე სართულიდან, ასევე ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიიდან. ევაკუირებულია ერთ-ერთ სართულზე მდებარე რესტორანიც.

დღის ამბები