07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა

პოლონეთმა ბელარუსთან საზღვარზე სამხედროების ახალი დაჯგუფება განალაგა - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

„ ჯარისკაცების ამოცანა იქნება პოლონური არმიის მომზადება აქ, საველე პირობებში, და ასევე დახმარება, თუ პოლონურ-ბელარუსულ საზღვარზე ვითარება გაუარესდება,” - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა.

12 აგვისტოს პოლონეთის თავდაცვის მინისტრი ქვეყნის აღმოსავლეთში იმყოფებოდა, სადაც პოლონური არმიის სამხედრო მოსამსახურეები სასაზღვრო სამსახურს ოპერაციებში ეხმარებიან. მან აღნიშნა, რომ პოლონეთის მიერ საკუთარი საზღვრის გამაგრება კრემლის პროპაგანდისტული აპარატით იქნება გამოყენებული.

„ამ სამხედრო ოპერატიული ჯგუფის ხასიათი - წვრთნა და თავდაცვაა. გახსოვდეთ ეს, როდესაც კრემლის პროპაგანდას გავიგონებთ, რომელიც ამბობს, რომ პოლონური არმია საზღვარზე იკრიბება. ეს მართლაც ასეა, მაგრამ პოლონური არმია აგრესორის შესაკავებლად იკრიბება. ასე არის და ასე იქნება, სხვადასხვა დეზინფორმაციის მიუხედავად“, - აღნიშნა ბლაშჩაკმა.

დღის ამბები