07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
აშშ-ში, სახლის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიკარგა

აშშ-ში, სახლის აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი დაიღუპა, 1 კი დაიკარგა. შემთხვევა პენსილვანიის შტატში მოხდა.

შემთხვევის შედეგად, 3 შენობა განადგურდა, რამდენიმე კი დაზიანდა. ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ. სასწრაფო დახმარების თანამშრომლების თქმით, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ ჩარჩენილი.

ოფიციალური პირების განცხადებით, 3 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის 1 კრიტიკულ მდგომარეობაში. აფეთქების მიზეზებს პოლიცია იძიებს.

დღის ამბები