07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
კუდიანებზე ნადირობა - ასე აფასებს დონალდ ტრამპი ჯორჯიის შტატში მის მიმართ წაყენებულ ბრალს

ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენეს. მიზეზად 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მცდელობა სახელდება.

მოცემული ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად, ბრალი კიდევ 18 ადამიანს წაუყენეს.

მათ სხვადასხვა დანაშაულში ედებათ ბრალი, მათ შორის: ცრუ განცხადებებისა და ჩანაწერების გაკეთება, დოკუმენტების გაყალბება და მოწმეებზე ზემოქმედება.

მომხადრს შტატების ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა, ტრამპმა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებული და კუდიანებზე ნადირობა უწოდა.

დღის ამბები