07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
ანჯეი დუდა: ლეხ კაჩინსკი ნატო-ს შემდგომი გაფართოების დიდი მომხრე იყო, რომელიც მოიცავდა საქართველოსა და უკრაინას, არ მოუსმინეს, მაგრამ ის მართალი იყო, ეს ისტორიამ დაამტკიცა

სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჟეი დუდამ განაცხადა.

დუდას თქმით, სამწუხაროდ მაშინ ლეხ კაჩინსკის დასცინოდნენ და არ უსმენდნენ, მაგრამ ისტორიამ დაამტკიცა, რომ ის მართალი იყო.

"ზუსტად სამი დღის წინ, 15 წელი გავიდა რუსეთის აგრესიის დროს პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის ისტორიული გამოსვლიდან თბილისში, იმ მომენტში, როცა რუსული ტანკები საქართველოს დედაქალაქისკენ მიემართებოდნენ. პოლონეთის მამაცმა პრეზიდენტმა, ჩვენი რეგიონის სხვა მამაც ლიდერებთან ერთად, მაშინ თბილისის ცენტრიდან თავისუფალ სამყაროს ერთიანობისა და რუსეთის იმპერიული მცდელობის წინააღმდეგ დაპირისპირების თხოვნით მიმართა და მან გააფრთხილა: „დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიისპირეთის ქვეყნები და მერე იქნებ ჩემი ქვეყნის, პოლონეთის დროა!“ ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს ეს სიტყვები," – განაცხადა დუდამ პოლონეთის არმიის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე.

დღის ამბები