07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია - მოსახლეობა სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს

ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლში სამხედრო შეტაკებებია. შექმნილი ვითარების გამო მოსახლეობა სახლებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. ქალაქში შეტაკებები მიტიგას აეროპორტთან დაიწყო, რაც ამ მომენტამდე გრძელდება. ტრიპოლიდან რეისები არ ხორციელდება. ცენტრალურ რაიონებში ისმოდა აფეთქებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ხმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაპირისპირება 444-ე ბრიგადასა და სპეციალურ შემაკავებელ ძალებს შორის მოხდა. აღნიშნული ჯგუფები დედაქალაქის ყველაზე ძლიერ სამხედრო ჯგუფებად ითვლება.

დღის ამბები