07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
ჩვენ გავიმარჯვებთ და უკრაინას მივაწვდით ძალას, რომ გარანტირებული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. დაიბომბა ხერსონი. დაშავდა ორი ადამიანი. თავდასხმა მოხდა დონეცკზეც. დაიღუპა 4 და დაშავდა 7 ადამიანი. დაზიანდა ინფრასტრუქტურა. რუსულმა არმიამ დუნაიზე არსებული პორტი დაბომბა, დაზიანებულია მარცვლეულის საცავები. უკრაინის საჰაერო ძალებმა გაანადგურეს მტრის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესისა და მიკოლაივის რეგიონებში. უკრაინელმა ჯარებმა სოფელი უროჟაინოე გაათავისუფლეს.

"სარაკეტო იერიშები დღეს იყო ლვოვში, ლუცკში, დნიპროში, კრამატორსკში, ჩერკასის ოლქში, ზაპორიჟიასა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, გუშინ კი ოდესასა და ხარკოვის ოლქში. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მეომრების წინ გადადგმული ნაბიჯები ყველა ქალაქსა და სოფელს უახლოებს უსაფრთხოებასა და დაცვას. უკრაინის მიზანი ნათელია: ჩვენ გავიმარჯვებთ და უკრაინას მივაწვდით ძალას, რომ გარანტირებული იყოს ხანგრძლივი მშვიდობა. და მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მეომარს - ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობელი ვარ ყველა მოხალისის, ვინც გვეხმარება", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, კონგრესს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას.

"მომდევნო კვირაში წელიწად-ნახევარი გავა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან, წელიწად-ნახევარი უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვებიდან, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენებიდან, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელიდან… მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის გასაგრძელებლად, ისევე როგორც სხვა ქვეყნების, რომლებიც განიცდიან ამ ომის შედეგებს. ჩვენმა ძალისხმევამ და რესურსებმა, ისევე როგორც მოკავშირეებისა და პარტნიორების დახმარებამ, საშუალება მისცეს უკრაინელებს, რომ იბრძოლონ სიცოცხლისთვის, თავისუფლებისა და მომავლისთვის. მოვუწოდებ კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღის ამბები