07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
აღმაშენებლის ხეივანზე ტრაილერი ამობრუნდა - ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებული იყო

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აღმაშენებლის ხეივანში - ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ტრაილერის მძღოლი.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანზე მოძრაობა შეჩერებული იყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლი სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს,  იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები