07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს

გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრები იმ ფონზე შეიკრიბებიან, როდესაც ყარაბაღში მცხოვრებლები ე.წ. ლაჩინის დერეფნის ბლოკირებასა და სურსათის დეფიციტზე საუბრობენ, რასაც, მათივე ინფორმაციით, 40 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.

Reuters-ი ყარაბაღის მოსახლეობას ესაუბრა, რომლებიც პროდუქტების, ბენზინისა და წამლების დანაკლისზე საუბრობენ. ე.წ. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომლითაც ყარაბაღი სომხეთს უკავშირდება. ერევანი ამ დერეფნის ბლოკირებაში ბაქოს ადანაშაულებს. აზერბაიჯანი ბლოკადას უარყოფს და გამოდის შეთავაზებით, რომ ჰუმანიტარული ტვირთები აღდამი-ჰანკენდის გზით გადაიტანონ. სომხური მხარე ამ ვარიანტზე უარს ამბობს.

დღის ამბები