07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
თურქეთი რუსეთს მოუწოდებს, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომელიც შავ ზღვაში ესკალაციას იწვევს

თურქეთმა ტვირთის გადამზიდ გემ Sukra Okan-თან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ რუსეთს მოუწოდა, თავი აარიდოს ისეთ ქმედებებს, რომელიც შავ ზღვაში ესკალაციას იწვევს.

„ჩვენი პარტნიორები რუსეთში გააფრთხილეს, თავი შეიკავონ მსგავსი მცდელობებისგან, რაც შავ ზღვაში დაძაბულობის ესკალაციას იწვევს", - აღნიშნულია პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ოფისის განცხადებაში.

გასულ კვირას რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ საპატრულო გემიდან „გამაფრთხილებელი ცეცხლი" გახსნეს, რათა უკრაინის პორტისკენ მიმავალი უცხოური მშრალი ტვირთის გადამზიდი გემი შეეჩერებინათ და ასევე, მის შესამოწმებლად, „კა-29“ ვერტმფრენი გამოიყენეს.

დღის ამბები