07 ოქტომბერი 2024,   00:25
ვრცლად
გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს

უკრაინაში ომის ომის 541-ე დღე, ინტენსიური საბრძოლო მოქმედებებით გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი სარაკეტო და 53 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

დაიბომბა ხარკოვის რეგიონი, რის შედეგადაც დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი. 23 იერიში განხორციელდა სუმის ოლქის მიმართულებითაც, არიან დაშავებულები. თავდასხმა იყო მიკოლაევშიც.

პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ უკრაინა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხა თავს. კრემლი ირწმუნება რომ დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს, თავდაცვის ახალი პაკეტების შინაარსზე.

"ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ თავდაცვის პაკეტების შინაარსზე ჩვენს პარტნიორებთან. მინდა ხაზი გავუსვა ჩვენს თანამშრომლობას გერმანიასთან. ეტაპობრივად სრულდება შეთანხმებები ბატონ კანცლერ შოლცთან. ორი ახალი "IRIS-T"-ს ტიპის გამშვები სადგური გადაეცა უკრაინას. ეს არის ძლიერი და საჭირო საჰაერო სისტემა. შემოდგომისთვის ვგეგმავთ თავდაცვითი ინდუსტრიის საკითხზე უკრაინელი და უცხოელი მწარმოებლების ერთობლივ ფორუმს - რათა მთელს მსოფლიოში საერთაშორისო სამართლისა და კაცობრიობის კეთილდღეობით დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდეთ ტერორისგან თავდასაცავი შესაბამისი არსენალი. ჩვენ უნდა მივცეთ ახალი იმპულსი უსაფრთხოებას მსოფლიოში ყველასთვის, ვინც ჩვენსავით აფასებს თავის სახელმწიფოებრიობას და თავისუფლებას. ერებს აქვთ თავდაცვის უფლება. ერთად ვაშენებთ თავისუფალი სამყაროს არსენალს. დღეს, ჩემი განკარგულებით, ძალაში შევიდა გადაწყვეტილება სამხედრო კომისართა შემოწმების შედეგების და ზოგადად გაწვევის ცენტრების მუშაობის შესახებ,"- აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

 

დღის ამბები