07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
The New York Times: ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთისა და უკრაინის არმიის დანაკარგი, საერთო ჯამში 500 000-ს უახლოვდება

უკრაინაში ომის დაწყების დღიდან ამ დრომდე, რუსეთისა და უკრაინის დანაკარგები, აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, შესაძლოა, ნახევარ მილიონს აღწევდეს. ამასთან, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, რუსეთმა 120 000, ხოლო უკრაინამ 70 000 ჯარისკაცი დაკარგა.

ინფორმაციას ამის შესახებ გავლენიანი ამერიკული გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსი" ავრცელებს.

როგორც გამოცემა, ამერიკის ოფიციალურ სტრუქტურებში, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით  წერს, რუსეთის საბრძოლო დანაკარგების ჯამი მოკლულებისა და დაჭრილების სახით 300 000-ს აღწევს, უკრაინის კი, დაახლოებით, 200 000-დეა.

The New York Times ასევე აღნიშნავს, რომ ციფრებში, შესაძლოა, ცდომილება იყოს, რადგან მოსკოვი მსხვერპლის რაოდენობას აშკარად მალავს, კიევი კი საერთოდ არ აქვეყნებს.

დღის ამბები