07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი მთავრობის სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად ისევ ქუჩაში გამოვიდა

თელ-ავივში ათობით ათასი ადამიანი მთავრობის სასამართლო რეფორმის გასაპროტესტებლად ისევ ქუჩაში გამოვიდა. დემონსტრაციები ისრაელის სხვა ქალაქებშიც გაიმართა.

რეფორმის მოწინააღმდეგეები მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს 7 თვეზე მეტია მართავენ.

საკანონმდებლო ცვლილებები უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას ითვალისწინებს, რაც აქციის მონაწილეთა თქმით, დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

ისრაელის მთავრობა კი ამტკიცებს, რომ რეფორმა ხელისუფლების შტოთა შორის ბალანსის აღდგენას ემსახურება.

დღის ამბები