07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
რუსეთის კოსმოსური ხომალდი, "ლუნა 25" მთვარეს შეეჯახა და განადგურდა

რუსეთის წარუმატებელი მისია მთვარეზე - კოსმოსური ხომალდი, "ლუნა 25" მთვარეს შეეჯახა და განადგურდა. ინფორმაციას "როიტერი" რუსეთის კოსმოსურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"როსკოსმოსის" განცხადებაში წერია, რომ აპარატი არაპროგნოზირებად ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა. მისიის ჩაშლის მიზეზებს სპეციალური კომისია შეისწავლის.

"ლუნა 25" მთვარეზე 11 აგვისტოს ამურის რეგიონიდან გაუშვეს. ბოლო 47 წლის განმავლობაში, ეს რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე.

დღის ამბები