07 ოქტომბერი 2024,   00:34
ვრცლად
ბირთვული იარაღის ფლობა გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის - ლავროვი
ბირთვული იარაღის ფლობა ზოგიერთი მნიშვნელოვანი გარე საფრთხის კონტექსტში დღეს ერთადერთი შესაძლო პასუხია რუსეთის უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჟურნალ International Affairs-თან ინტერვიუში განაცხადა.
 
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის გარშემო განვითარებული მოვლენები ადასტურებს რუსეთის შეშფოთების მართებულობას ამ სფეროში.
 
ლავროვის თქმით, უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით დიდი საფრთხე არის ის, რომ სიტუაციის ესკალაციის გზით აშშ და "ნატო-ს" ქვეყნები ქმნიან რისკს, აღმოჩნდნენ ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეიარაღებული შეტაკების სიტუაციაში.
დღის ამბები