07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
რუსეთის უსაფრთხოების სფეროში "მკაცრი ხაზის“ მომხრეები თანამდებობიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებასა და უკრაინაში უფრო აგრესიულ საომარ მოქმედებებს მოითხოვენ

რუსეთის უსაფრთხოების სფეროში „მკაცრი ხაზის“ მომხრეები მოითხოვენ თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებას და უკრაინაში გაცილებით უფრო აგრესიულ საომარ მოქმედებებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით.

წყაროთა ცნობით, „მკაცრი ხაზის“ მხარდამჭერებს ისიც სურთ, რომ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. სააგენტო არ აკონკრეტებს იმ პირებს, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტისგან კურსის გამკაცრებას მოითხოვენ.

Bloomberg-ის პუბლიკაცია ეხება კრემლის მზადებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელშიც, როგორც მოსალოდნელია, პუტინი კენჭს ისევ იყრის. სააგენტოს წყაროთა თანახმად, ომის გარდა, პუტინს განსაკუთრებით აშფოთებს რუბლის კურსის და ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები და სურს, რომ არჩევნების წინ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია, რასაც რუბლის გაუფასურების შეჩერება სჭირდება.

დღის ამბები