07 ოქტომბერი 2024,   00:31
ვრცლად
სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

სამხრეთ კორეამ და შეერთებულმა შტატებმა ერთობლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყეს, რომლის მიზანი, ჩრდილოეთ კორეიდან მომდინარე ბირთვული და სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ, მათი თავდაცვისა და მზადყოფნის გაძლიერებაა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებულ შტაბში აცხადებენ, რომ ყოველწლიური წვრთნები, "ულჩის თავისუფლების ფარი“ 11 დღის განმავლობაში, 31 აგვისტომდე გაგრძელდება.

მათი განმარტებით, წვრთნების მიზანი მოკავშირეების ერთობლივი თავდაცვითი პოზიციის გაძლიერებაა. წვრთნებში ორი ქვეყნის არმიის, სამხედრო-საზღვაო ძალებისა საჰაერო ძალების პერსონალის გარდა, აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბებული კოსმოსური ძალების ქვედანაყოფიც მიიღებს მონაწილეობას.

დღის ამბები