07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაღუპულია 12 ადამიანი

თურქეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 19 მგზავრი. მათი მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევა ცენტრალურ თურქეთში, იოზგატის პროვინციაში მოხდა. სამგზავრო ავტობუსი სორგუნის რაიონში ხევში გადავარდა.

ავარიის მიზეზი უცნობია. მომდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები