07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა მოკლეს ასობით ეთიოპელი მიგრანტი, რომლებიც სამეფოში შესვლას ცდილობდნენ

საუდის არაბეთის მესაზღვრეებმა მოკლეს ასობით ეთიოპელი მიგრანტი, რომლებიც სამეფოში შესვლას ცდილობდნენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები.

"ჰიუმან რაითს ვოჩის" განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მესაზღვრეებმა რამდენიმე მიგრანტის მოსაკლავად გამოიყენეს ასაფეთქებელი საშუალებები, ნაწილს კი ახლო მანძილიდან ესროდნენ.

საუდის არაბეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს ბრალდებები უსაფუძვლოა, მათ ასევე კატეგორიულად უარყვეს გაეროს ოფიციალური პირების ბრალდებები 2022 წელს, რომ მესაზღვრეები სისტემატურად ხოცავდნენ მიგრანტებს.

დღის ამბები