07 ოქტომბერი 2024,   00:30
ვრცლად
პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს უკვე განალაგებს

პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთი ბელარუსში ბირთვულ იარაღს უკვე განალაგებს. ამის შესახებ მან პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ დე სოუზასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დუდას თქმით, მან პორტუგალიელ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის განცხადებების რეალიზების რისკებზე. 

"მე კოლეგას მივაწოდე ინფორმაცია ვლადიმირ პუტინის განცხადებების რეალიზების შესახებ იმის თაობაზე, რომ რუსეთის ტაქტიკური ბირთვული შეიარაღება ბელარუსის ტერიტორიაზე განლაგდება. ნამდვილად, ეს პროცესი მიმდინარეობს, ჩვენ ამას ვხედავთ… ეს უსაფრთხოების არქიტექტურას ცვლის უშუალოდ ჩვენთან, მაგრამ ერთდროულად ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზეც. ასე რომ, ეს ფაქტობრივად მთელი ალიანსისთვის ცვლის სიტუაციას," - აცხადებს ანჯეი დუდა.

დღის ამბები