07 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
"როსავიაცია" ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი პირების სიას ავრცელებს - მათ შორის არის ევგენი პრიგოჟინიც

"როსავიაცია" პრიგოჟინის კუთვნილ, ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი პირების სიას ავრცელებს.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო, "როსავიაცია" აქვეყნებს იმ პირების სიას, რომლებიც რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. კერძო თვითმფრინავი "ვაგნერის" აწ უკვე ყოფილ მეთაურს, ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა.

თვითმფრინავის ბორტზე იყვნენ შემდეგი პირები: სერგეი პროპუსტინი, ევგენი მაკარიანი, ალექსანდრ ტოტმინი, ვალერი ჩეკალოვი, დიმიტრი უტკინი, ნიკოლაი მატუსეევი, ევგენი პრიგოჟინი.

ასევე, დაღუპულთა შორის არიან ეკიპაჟის წევრები: ალექსეი ლევშინი, რუსტამ კარიმოვი და კრისტინა რასპოპოვა.

დღის ამბები