07 ოქტომბერი 2024,   00:33
ვრცლად
ჩილეში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა

ჩილეში ქვეყნის ცენტრალურ-სამხრეთ რეგიონში წყალდიდობის შედეგად ათასობით ადამიანი უსახლკაროდ დარჩა. დატბორილია გზები. სტიქიის გამომწვევ მიზეზად კოკისპირული წვიმები სახელდება.

მოსალოდნელი საფრთხის გამო მთავრობა მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დღის ამბები