07 ოქტომბერი 2024,   00:27
ვრცლად
"არ ვიცი სიტყვები როგორ შევარჩიო, ჩვენ ორი მეთაური დავკარგეთ... ველოდებით შემდგომ მითითებებს" - რას ამბობენ "ვაგნერელები"

ტვერის ოლქის ბოლოგოვის რაიონში ჩამოვარდა თვითმფრინავი, რომელშიც იმყოფებოდა კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" ხელმძღვანელი- როგორც "როსავიაცია" იტყობინება, რომ ევგენი პრიგოჟინი ნამდვილად თვითმფრინავში იყო. ბორტზე მყოფი ათივე პირი დაიღუპა. რუსული მედია წერს, რომ ყველა ცხედარი ნაპოვნია.

ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას "ვაგნერის" წევრები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ისინი შემდგომ მითითებებს ელოდებიან.

"არ ვიცი სიტყვები როგორ შევარჩიო, რადგან ჩვენ ორი მეთაური დავკარგეთ. ჩვენ სხვა მეთაურებიც გვყავს და ვალდებული ვართ მათ დავემორჩილოთ. ვმოქმედებთ ვაგნერის შიდა განაწესის მიხედვით, ვუსამძიმრებთ ყველას. იმის შემდეგ რაც მოხდა, ერთად უნდა ვიდგეთ. ველოდებით შემდგომ მითითებებს," - ამბობს "ვაგნერის" წევრი.

პარალელურად მედია მომხდარის თვითმხილველებს ესაუბრება. ისინი ჩამოგდების ვერსიაზე საუბრობენ.

"ჯერ აფეთქების ხმა გავიგონე, მაშინვე ცაში ავიხედე და დავინახე თეთრი კვამლი. თვითმფრინავის ერთი ფრთა ერთ მხარეს მიფრინავდა, თავად თვითმფრინავი კი ნელნელა ეშვებოდა მიწაზე. მეშინოდა სოფლისკენ არ წამოსულიყო. 20 წუთში მივედი შემტხევის ადგილზე, ამბობენ შიგნიდან ხალხი გამოჰყავდათო,პირადად მე არ მინახავს," - აღნიშნა თვითმხილველმა ვიტალი სტეპენოკიმ.

"ეს იყო დარტყმის ხმა, ასე ვთქვათ მეტალის შეჯახება. ჩემი ცხოვრების მანძილზე ასეთი ხმები ბევრჯერ გამიგონია. იყო დაკვამლიანება ფერმის მიმართულებით. არ ვიცი რა მოხდა, ადგილზე არ მივსულვარ," - ამბობს ტვერის რაიონის სოფელი კუჟენკინოს ერთ-ერთი მაცხოვრებელი.

დღის ამბები