07 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
გამანადგურებლების გადაცემა უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მოხდება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რუსეთის სამხედრო ძალებმა ოდესაზე სარაკეტო იერიში 2-ჯერ მიიტანეს. იერიშები იყო ზაპოროჟიეზეც, სადაც პოლიციის შენობა დაიბომბა. უცნობია დაშავებულების შესახებ ინფორმაცია.

ბოლო 24 საათში 88-ჯერ განხორციელდა სარაკეტო იერიში ხერსონის ოლქზე. დაიღუპა ერთი ადამიანი. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვია.

დაიბომბა ხარკოვიც. დაშავდა ერთი ადამიანი. აფეთქებები ხმა ისმოდა ყირიმში. რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინამ ყირიმზე თავდასხმა 40-ზე მეტი დრონით სცადა. ქვეყნის თავდაცვის უწყება ირწმუნება, რომ სამიზნეს ვერცერთმა მათგანმა ვერ მიაღწია.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მადლობას უხდის, დანიას, ნიდერლანდებს და ნორვეგიას დახმარებისთვის. 

"სამი ქვეყანა რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას ეფ-16-ები გადასცენ - ესენია: დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების. ნორვეგია აქტიურად უჭერს მხარს ჩვენს საავიაციო კოალიციას და მათ მოამზადეს გარკვეული გადაწყვეტილებები. გამანადგურებლების გადაცემა უკრაინელი მფრინავებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ მოხდება. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი მომავალი ნაბიჯები თავდაცვის სფეროში," - აღნიშნა ზელენსკიმ.

დღის ამბები