07 ოქტომბერი 2024,   00:23
ვრცლად
ესტონეთის პრემიერის სკანდალი - კაია კალასს გადადგომისკენ მოუწოდებენ, რადგან მისი მეუღლე იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც სანქციების მიუხედავად რუსეთში მუშაობას აგრძელებს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ეს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერის მეუღლე იმ კომპანიის წილის მფლობელია, რომელიც, სანქციების მიუხედავად, რუსეთში მუშაობას აგრძელებს.

მედიის ცნობით, კაია კალასის მეუღლე წილს სატრანსპორტო კომპანია "სტარკ ლოჯისტიკში" ფლობს, რომელიც კრემლთან თანამშრომლობს და თავად კალასი, ქმრის კომპანიას ფინანსურ დახმარებას უწევდა.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთში მდებარე ერთ-ერთი ქარხნის მომსახურებით მან მილიონ ნახევარი ევრო გამოიმუშავა.

ესტონეთის პრემიერის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მისი მეუღლის კომპანია არაკანონიერ ქმედებებშია ჩართული. თავად კალასის მეუღლის განმარტებით კი, კომპანიაში არსებულ თავის წილს ყიდის.

დღის ამბები